Petra Group-მა და Accor-მა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას
Petra Group-მა და Accor-მა, მსოფლიო ლიდერმა სასტუმროების სფეროში, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ახალი სასტუმრო კომპლექსის გახსნაზე, რომელიც მოიცავს 250-ზე მეტ Pullman Living-ის ბრენდირებულ საინვესტიციო აპარტამენტს და 300-ზე მეტ Pullman-ის რეზიდენციას. ეს პროექტი მდებარეობს პრემიუმ კლასის ზღვისპირა კომპლექს „Petra Sea Resort“-ის ტერიტორიაზე, ციხისძირში, საქართველოში. კომპლექსი იქნება Pullman-ის ბრენდის პირველი პროექტი შავი ზღვის ქართულ სანაპიროზე.
Pullman Residences არის გონივრული არჩევანი დღევანდელი გლობალური მოგზაურებისა და ბიზნეს ლიდერებისთვის, რაც უზრუნველყოფს მდიდრულ საცხოვრებელ გამოცდილებას მსოფლიოს ყველაზე შთამბეჭდავ ადგილებში. მესაკუთრეებისათვის ეს ნიშნავს სასურველ საცხოვრებელ პირობებსა და სპეციალურად ორგანიზებულ ცხოვრების სტილს, რომელიც Pullman-ის ბრენდს ახასიათებს.
ახალი კომპლექსი შექმნილია Pullman Living-ისა და Pullman Residences-ის ბრენდების დიზაინის კონცეფციისა და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად. კომპლექსის განსაკუთრებულობა მდგომარეობს არა მხოლოდ მის პირველ ზოლში, არამედ მასშტაბურ ინფრასტრუქტურაში – რესტორნები, ბარები, ლაუნჯ ზონები, სპა და ფიტნეს ცენტრი, დახურული და ღია აუზები, შეხვედრებისა და ღონისძიებების სივრცეები, ასევე საკუთარი სანაპირო ზოლი.
„მოხარულები ვართ, რომ ხელი მოვაწერეთ Accor-თან შეთანხმებას და Petra Sea Resort-ში Pullman-ის ბრენდირებული საცხოვრებელი მოეწყობა. დარწმუნებული ვართ, რომ Pullman-ის აპარტამენტები და რეზიდენციები იქნება მიმზიდველი საინვესტიციო პროდუქტი და მოთხოვნადი საცხოვრებელი ქონება როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. ასევე მიგვაჩნია, რომ Petra Sea Resort-ის შემადგენელი პროექტების დამატება ხელს შეუწყობს ტურიზმის სექტორის განვითარებას აჭარის რეგიონში“, - ამბობს თინათინ კალანდარიშვილი, Petra Group-ის პროექტის ხელმძღვანელი.
Petra Sea Resort არის პრემიუმ კლასის ზღვისპირა კომპლექსი, რომელიც მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 15 კილომეტრში. პროექტი მოიცავს 20 ჰექტარს და წარმოადგენს მასშტაბურ გეგმაში დამუშავებულ საცხოვრებელ კომპლექსს საქართველოში, რომელიც აერთიანებს საერთაშორისო ბრენდების სასტუმროებსა და რეზიდენციებს, 30-ზე მეტ საცხოვრებელ კორპუსს, მასშტაბურ სარეკრეაციო ინფრასტრუქტურას, კერძო სანაპიროსა და მარინას.
„Accor, როგორც მსოფლიო ლიდერი ბრენდირებულ რეზიდენციებში და გაფართოებული დასვენების ბაზრის წამყვანი ოპერატორი, ყოველთვის ცდილობდა უზრუნველყო თავისი ყოფნა ბათუმში, სადაც ვხედავთ მზარდ მოთხოვნას ამ ტიპის პროდუქტზე. ჩვენ სიამაყით წარმოგიდგენთ Pullman Living-სა და Pullman Residences-ს, Accor-ის პრემიუმ ბრენდებს შავი ზღვის ულამაზეს ქართულ სანაპიროზე და განვაგრძობთ გაფართოებას საქართველოში. მადლობელი ვართ ჩვენი პარტნიორის ნდობისა და თანამშრომლობისთვის და მოუთმენლად ველით ამ საინტერესო პროექტის განხორციელებას“, - აღნიშნავს ალექსის დელაროფი, Accor New East Europe-ის მთავარი ოპერაციული დირექტორი.
Accor არის მსოფლიო ლიდერი სტუმართმოყვარეობის სფეროში, რომელიც 110-ზე მეტ ქვეყანაში 5,500-ზე მეტ ობიექტს, 10,000 საკვებისა და სასმელის ობიექტს, ველნესი ცენტრებს და მოქნილ სამუშაო სივრცეებს მოიცავს. ჯგუფი წარმოადგენს სტუმართმოყვარეობის ერთ-ერთ ყველაზე მრავალფეროვან ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს 40-ზე მეტ სასტუმროს ბრენდს, პრემიუმიდან ეკონომ კლასამდე, და lifestyle ბრენდებს Ennismore-თან ერთად. 380-ზე მეტი გახანგრძლივებული განთავსების სასტუმროებით 14 გლობალური ბრენდის ქვეშ, Accor მსოფლიოში უმსხვილესი მოთამაშეა ამ კატეგორიაში (შეერთებული შტატების გარეთ), მაღალი კონცენტრაციით ევროპასა და აზიაში.