Petra Group-ის და Accor-ის რიგით მეორე თანამშრომლობა

პეტრა ჯგუფმა ACCOR-თან სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების ახალი ეტაპი

19 მაისს, პეტრა ჯგუფსა და ევროპის ნომერ პირველ სასტუმროების ოპერატორ ACCOR-ს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა, რაც საქართველოს სამთო-სათხილამურო ტურიზმის განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.

Swissotel Hotel And Residences Gudauri

პრემიუმ კლასის ახალი პროექტი გუდაურში

ხელშეკრულების ფარგლებში, გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე პრემიალურ ლოკაციაზე, 4.5 ჰექტარ მიწის ფართობზე, აშენდება SWISSÔTEL-ის პირველი სასტუმრო და ბრენდირებული რეზიდენციების კომპლექსი.

პროექტის მასშტაბი და კომპონენტები

  • 180-ნომრიანი Swissotel-ის სასტუმრო

  • 290 ბრენდირებული რეზიდენცია

პეტრა ჯგუფი გეგმავს შექმნას პრემიუმ კლასის სამთო-სათხილამურო კურორტი, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს მსოფლიოს წამყვანი კურორტების სტანდარტებს.

კურორტის ინფრასტრუქტურა და სერვისები

სამთო კურორტის სპეციფიკაზე მორგებული გარემო

Swissotel Hotel And Residences Gudauri გამოირჩევა მრავალფეროვანი, სამთო კურორტის სპეციფიკაზე მორგებული ინფრასტრუქტურით.

ძირითადი ინფრასტრუქტურული ელემენტები

  • აპრეს-სკი ზონა

  • დახურული და ღია აუზები

  • ლობი

  • რესტორნები და ბარები

  • ველნეს-ცენტრები

  • სათხილამურო ლოქერები

  • საბავშვო სივრცეები

  • სავარჯიშო დარბაზი

პეტრა ჯგუფისა და ACCOR-ის სტრატეგიული პარტნიორობა

მეორე მნიშვნელოვანი თანამშრომლობა

აღნიშნული პროექტი წარმოადგენს პეტრა ჯგუფის რიგით მეორე სტრატეგიულ თანამშრომლობას ACCOR-თან. გასულ წელს, Petra Sea Resort-ის პროექტის ფარგლებში, ხელი მოეწერა Pullman-ის სასტუმროსა და ბრენდირებული რეზიდენციების კომპლექსის განვითარებას ციხისძირში — რაც პრეცენდენტი იყო შავი ზღვის სანაპიროზე.

Petra Ski Resort გუდაურში

ფლაგმანი პროექტის წარმატების შემდეგ ახალი მასშტაბი

პეტრა ჯგუფის ფლაგმანი პროექტის, Petra Sea Resort-ის წარმატების შემდეგ, კომპანია იწყებს არანაკლებ მასშტაბურ პროექტს — Petra Ski Resort-ს გუდაურში, რომლისთვისაც სპეციალურად შეირჩა შვეიცარიული პრემიუმ კლასის ბრენდი SWISSOTEL.

გენერალური გეგმა

  • Swissotel-ის სასტუმრო

  • ორი ბრენდირებული რეზიდენცია

  • 7 ექსკლუზიური ვილა

ვილების მფლობელების პრივილეგიები

ვილების მეპატრონეები სრულად ისარგებლებენ Swissotel-ის პირველი კლასის სერვისებითა და კურორტის სრული ინფრასტრუქტურით.

პეტრა ჯგუფის ხელმძღვანელობის კომენტარი

გენერალური დირექტორი — თინათინ კალანდარიშვილი

„დღეს ჩვენი კომპანიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ გადავდივართ განვითარების ახალ ეტაპზე, ვაფართოებთ ჩვენი პროექტების გეოგრაფიას და ვიწყებთ ახალ პროექტს გუდაურში. ეს უკვე ჩვენი მეორე თანამშრომლობაა Accor-თან, გუდაურისთვის ჩვენ შევარჩიეთ ცნობილი შვეიცარული ბრენდი Swissotel და ვფიქრობთ, რომ ამ ბრენდის გამოჩენა გუდაურში მნიშვნელოვნად გაზრდის კურორტის სტატუსს და ტურისტულ პოტენციალს.“

პეტრა ჯგუფის ხედვა

შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე

პეტრა ჯგუფი აგრძელებს ინოვაციური პროექტების განხორციელებას საქართველოს საუკეთესო ტურისტულ ზონებში — შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე — რაც ქვეყნის უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, ტურისტული პოტენციალის ზრდასა და საქართველოში ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ბრენდების შემოყვანას ემსახურება.