ქართული სტუმართმოყვარეობისა და შვეიცარიული ხარისხის იდეალური სინთეზი.
დახურვა
Swissotel Hotel and Residences Gudauri სახლი, რომელსაც აღმოაჩენ კავკასიის მთების გულში.
Petra Group-მა ევროპის N1 სასტუმრო ოპერატორთან - Accor-თან — რიგით მეორე ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და საქართველოში ახალი, გამორჩეული სამთო პროექტი წარადგინა — Swissôtel Hotel & Residences Gudauri, რომელიც გუდაურში პირველი 5-ვარსკლავიანი რეზორტის - Petra Ski Resort-ის ნაწილი იქნება.
კავკასიონის შთამბეჭდავ მთებში, გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ლოკაციაზე, იქმნება სივრცე, სადაც შვეიცარიული ხარისხი, თანამედროვე ელეგანტურობა და ბუნების უნიკალური სილამაზე სრულ ჰარმონიაში ერთიანდება.
Accor-ის პრესტიჟულ პორტფოლიოში შემავალი Swissôtel Hotel & Residences Gudauri რეგიონში სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. პროექტი მოიცავს საერთაშორისო კლასის სასტუმროს, ბრენდირებულ რეზიდენციებსა და ოთხივე სეზონზე გათვლილ პრემიუმ ინფრასტრუქტურას, რომელიც ცხოვრების, დასვენებისა და ინვესტირების განსაკუთრებულ გამოცდილებას ქმნის.
Swissôtel-ის ცნობილი სტუმართმასპინძლობა, დახვეწილი არქიტექტურა და გუდაურის გამორჩეული ბუნებრივი გარემო ამ პროექტს კავკასიის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ სამთო მიმართულებად აქცევს.
_to_close_the_popup_banner
ბროშურა
ბროშურა
Swissôtel: სადაც ელეგანტურობა ხვდება მოდერნიზმსა და სრულყოფილებას.
Swissotel დიდი ხანია ასოცირდება დახვეწილ დიზაინთან, შეუდარებელ მომსახურებასთან და მდგრადი განვითარებისადმი ერთგულებასთან. როგორც Accor-ის ნაწილი, Swissotel საკუთარი გამოცდილებით გუდაურში მთის სტუმართ-მასპინძლობისა და ცხოვრებისა თუ დასვენების ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.
აქ, თითოეული დეტალი ყურადღებით არის გააზრებული – ეკომეგობრული დიზაინი აერთიანებს სრულყოფილ კომფორტსა და ადგილობრივ, კულტურულ ხიბლს.
_to_close_the_popup_banner

