Petra Sea Resort – მშენებლობის პროგრესი
Petra Group აქტიურად აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს Petra Sea Resort-ის ზღვისპირა პროექტზე. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, და გვსურს გაგიზიაროთ უახლესი პროგრესი B და C ბლოკებზე.
📍 C ბლოკი
🔹 მიმდინარეობს მე-16 სართულის მონოლითური სართულშუა ფილის მომზადება ბეტონირებისთვის. 🔹 მე-4 სართულზე დასრულებულია ფასადის და შიდა ტიხრების ბლოკის წყობა. 🔹 მე-2 და მე-3 სართულებზე ტიხრების ბლოკის წყობის სამუშაოები მიმდინარეობს. 🔹 პირველ სართულზე ვიტრაჟების კონსტრუქციების მონტაჟი აქტიურად გრძელდება.
📍 B ბლოკი
🔹 მიმდინარეობს მე-11 სართულის მონოლითური სართულშუა ფილის მომზადება ბეტონირებისთვის.
პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2026 წლის ბოლოს იგეგმება.