Petra Sea Resort – მშენებლობის პროგრესი

Petra Group აქტიურად აგრძელებს სამშენებლო სამუშაოებს Petra Sea Resort-ის ზღვისპირა პროექტზე. მშენებლობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობს და გვსურს გაგიზიაროთ უახლესი პროგრესი B და C ბლოკებზე.

📍 C ბლოკი
🔹 მიმდინარეობს 21-ე სართულის მონოლითური სართულშუა ფილის ყალიბის მომზადება.
🔹 დასრულდა 5 და 6 სართულების ტიხრების ბლოკის წყობის სამუშაოები.
🔹 მიმდინარეობს მე-7 და მე-8 სართულებზე ტიხრების ბლოკის წყობის სამუშაოები.
🔹 მიმდინარეობს მე-3 და მე-4 სართულებზე ალუმინის ვიტრაჟების მონტაჟი.
🔹 მე-11 სართულზე მიმდინარეობს აივნის მოაჯირების მონტაჟი.

📍 B ბლოკი
🔹 მიმდინარეობს 17-ე სართულის მონოლითური სართულშუა ფილის მომზადება ბეტონირებისთვის.
🔹 მიმდინარეობს ტიხრების ბლოკის წყობის სამუშაოები 2, 3, 4, 5, 7, 8 და 10 სართულებზე.

Live cam