ახალი, ექსკლუზიური საინვესტიციო კურორტები საქართველოს რუკაზე - შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე.
დახურვა
PULLMAN LIVING BATUMI - პირველად საქართველოში
საერთაშორისო ბრენდის სასტუმროსა და რეზიდენციების კომპლექსი ციხისძირის სანაპიროზე აშენდება.
ეს უპრეცენდენტო პროექტია, რომლის ფარგლებშიც, PULLMAN შავიზღვისპირეთში პირველად შემოდის, საინვესტიციო სასტუმროს ტიპის რეზიდენციების პროექტით.
Petra Sea Resort-ში, PULLMAN LIVING-ის პროექტის ფარგლებში 421 მომხიბლავი დიზაინის მქონე ზღვისპირა რეზიდენცია აშენდება, თვალწარმტაცი ხედებით შავ ზღვასა და ციხისძირის მშვიდ სანაპიროზე.
_to_close_the_popup_banner
ბროშურა
ბროშურა
იგრძენი ცხოვრების ახალი რიტმი - ციხისძირში

ციხისძირი - ზღვისპირა კურორტი, რომელიც ვიზიტორებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს და იდეალური ადგილია ადგილობრივი ტრადიციებისა თუ კულტურის გასაცნობად.
ბათუმსა და ქობულეთს შორის მდებარე ეს დამალული მარგალიტი ისტორიული სარეკრეაციო ცენტრია და Pullman Living Batumi-ისა და Petra Sea Resort მას კიდევ უფრო მიმზიდველ დანიშნულების ადგილად აქცევს.
რეზიდენციები
პულმანის რეზიდენციები, რომელიც გამორჩეულია თავისი ინტერიერის თითოეული დეტალით, ასევე გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ პირველი კლასის სერვისითა და ინფრასტრუქტურული ბენეფიტებით.
24 საათის განმავლობაში თქვენი და თქვენი სტუმრების კომფორტზე იზრუნებს კურორტის მენეჯმენტი.
პროექტი მოიცავს ისეთ საერთო სივრცეებს, სადაც გაქვთ სოციალიზაციის, გართობისა და ქართული სტუმართ-მასპინძლობის კულტურით ტკბობის შესაძლებლობა.
რეზიდენს სერვისი

რეზიდენს სერვისი
Pullman-ის ბრენდის 160-წლიანი გამოცდილება და რეპუტაცია ამტკიცებს, რამდენად მაღალი სტანდარტის სერვისს იღებს ბრენდის სახელის ქვეშ ოპერირებადი თითოეული პროექტის ახალი თუ ლოიალური სტუმარი თუ ინვესტორი. რეზიდენციის თითოეულ მესაკუთრეს შეუძლია დარწმუნებული იყოს, რომ პროფესიონალთა გუნდი, კერძოდ - საერთაშორისო მენეჯმენტ-კომპანია იქნება ჩართული მის უძრავ ქონებაზე ზრუნვაში ოთხივე სეზონის განმავლობაში.
ოთახის მართვა

საუკეთესო გამოცდილებისთვის
CCTV და დაცვა

24/7 კონტროლი
რეცეფცია

ყველა შენობაში
კონსიერჟი

სერვისი, რომელიც ყველა სტუმარს კომფორტს შეუქმნის
ოთახის სერვისი

კურორტის უპირატესობებით სარგებლობა საკუთარ აპარტამენტში
დასუფთავება

საერთო სივრცეების მუდმივი მოვლა
სახლის მოვლა

ყველა საჭირო სამუშაოში კურორტის ჩართულობა
კერძო სანაპირო

განსკაუთრებული უპირატესობა შავი ზღვის სანაპროზე
A La Carte სერვისები
- რეზიდენციაში კვების სერვისი და პერსონალური შეფი
- სომელიეს სერვისი
- ქიმწმენდა და სამრეცხაო
- დალაგება (ყოველდღიური, ყოველკვირეული და ა.შ.)
- ტექნიკური მომსახურება
- "სანამ თქვენ არ ხართ" მომსახურების პაკეტი
- რეზიდენტის ტექნიკური მომსახურების სრული გადაწყვეტა მათთვის, ვინც ხშირად ცხოვრობს სხვაგან

ლოკაცია
ლოკაცია
Petra Sea Resort მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ბათუმიდან 15 კილომეტრში, შავი ზღვის საუკეთესო ლოკაციაზე.
ახლომდებარე ობიექტები
ბათუმი
პეტრას ციხე
ბლექ სი არენა
ბოტანიკური ბაღი, შეკვეთილი
ბოტანიკური ბაღი, ბათუმი
უპირატესობები
პრემიალური ლოკაცია
ისიამოვნეთ ეკოლოგიურად სუფთა, გამწვანებული გარემოთი, თვალწარმტაცი ხედებითა და ტროპიკული ფაუნით, შავი ზღვის სანაპიროს საუკეთესო ლოკაციის პირველ ზოლში - ციხისძირში.
მარტივი რეგისტრაცია
ქონების რეგისტრაციის გამარტივებული პროცედურა, რომელიც შესაძლებელია დასრულდეს მხოლოდ 1 საათშიც კი.
გამოცდილება და ცოდნა
გამოცდილი გუნდის მიერ შემუშავებული მასშტაბური კურორტების განვითარების გეგმა, ბრენდის საერთაშორისო სტანდარტები და იდეალურად გათვლილი თითოეული დეტალი.
უვიზო რეჟიმი
ისიამოვნეთ 98 ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში უვიზო შესვლის შესაძლებლობით, რაც ზრდის ხელმისაწვდომობასა და კომფორტს.
მზარდი საინვესტიციო მოგება
საერთაშორისო სასტუმროს ბრენდთან თანამშრომლობით, თქვენ, ფაქტობრივად იღებთ გარანტიას, რომ უძრავი ქონება, რომელსაც შეიძენთ, მოგიტანთ მზარდ საინვესტიციო ქონებას, თანაც - გაქირავების პროცესს უზრუნველყოფს საერთაშორისო მენეჯმენტ კომპნია.

აღმოაჩინე ისტორია ციხისძირში.
‘’პეტრას ციხე” - ძეგლის ისტორიული მნიშვნელობა
პეტრას ციხე - ისტორიული ციხე-ქალაქი აჭარაში, ციხისძირის ტერიტორიაზე. ციხე ააშენა იოანე სტრატეგოსმა 535 წელს. „პეტრა“ ამ ციხე-ქალაქის ბიზანტიური სახელწოდებაა, ხოლო „ქაჯეთის ციხე“ — ქართული. ვარაუდობენ, რომ ვეფხისტყაოსანში სწორედ ეს ციხეა მოხსენიებული.
ციხე-ქალაქი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, ზღვის დონიდან 440 მეტრზე.
პეტრის ციხე-ქალაქი ზღვისპირა კლდოვან ბორცვზე მდებარეობდა, ხმელეთის მხრიდან მას გალავნის გარდა კლდოვანი რელიეფი იცავდა. პეტრა მიუვალ ციხედ ითვლებოდა. მისი ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.
არქეოლოგიური კომპლექსი მოიცავს ციტადელს. გარექალაქსა და ნასახლარს. ციტადელში შემორჩენილია სასახლის, ანტიკური აბანოს, სამეურნეო და ჯარისკაცთა საცხოვრებლების ნანგრევები, აგრეთვე მათ შორის VI-VII საუკუნეების ბაზილიკის საძირკველი, რომელიც პეტრის საეპისკოპოსოს კათედრალის ნაშთია.
კითხვები და პასუხები
PULLMAN-ის რეზიდენციის მფლობელებს ექნებათ ACCOR-ის ბრენდის ლოიალობის პროგრამასი ჩართვის შესაძლებლობა, რაც მათ მსოფლიოს წამყვან სასტუმროებსა და კურორტებზე VVIP სტატუსს მიანიჭებს.
გლობალური ლოიალობის პროგრამა :
- ALL (Accor Live Limitless) სტატუსი, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და ბენეფიტებს
- VIP რეზერვაციის სერვისი, რომელიც გეხმარებათ მოგზაურობის დაგეგმვაში ACCOR-ის 5,500 სასტუმროსა და კურორტზე
- 20%-იანი საშეღავათო ფასები მსოფლიოს მასშტაბით ჯგუფში შემავალ ტურისტულ წერტილებში
PULLMAN LIVING-ის ბრენდული რეზიდენციის შეძენით შენ არ ყიდულობ უბრალოდ უძრავ ქონებას, არამედ - ხდები სასტუმროს ტიპის რეზიდენციის მეპატრონე და აკეთებ გონივრულ, გრძელვადიან ინვესტიციას, საერთაშორისო ბრენდთან პარტნიორობის გზით.
საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანიისა და მსოფლიოიში ცნობილი ბრენდის ერთობლივი მუშაობის შედეგად, თითოეული რეზიდენციის მეპატრონე იღებს მზარდ შემოსავალს და განსაკუთრებულ სტატუსს მხოფლიოში ათასობით კურორტსა და სასტუმროში.
PULLMAN-ის სასტუმროსა და რეზიდენციების კომპლექსი განთავსებული იქნება პეტრა სი რიზორტის ტერიტორიაზე, კურორტის საუკეთესო ლოკაციაზე.
რეზიდენციების სტუმრები და მფლობებელი 20 ჰექტარზე გაშლილი კურორტი Petra Sea Resort-ის მდიდარი ინფრასტრუქტურის თითოეული ბენეფიტით სარგებლობის შეძლებენ, მაგ. : კერძო სანაპირო, ღია და დახურული აუზები, სავაჭრო სივრცეები, ბავშვთა გასართობი სივრცეები, აკვა-პარკი, კაფეები, ლაუნჯ-ბარები და სხვა.
მრავალფუნქციური პრემიუმ დასახლება გამოირჩევა პალმის ხეების, ეგზოტიკური ფლორისა და ფაუნის ოაზისით.
- ქეითერინგი და პერსონალური შეფი
- სომელიე
- სავაჭრო წერტილები
- ქიმწმენდა
- დასუფთავება (პერსონალური დროის გეგმით - ყოველდღე, ყოველკვირეულად და ა.შ.)
- რეზიდენციებზე ზრუნვა მაშინ, როცა მფლობელი არ იმყოფება კურორტზე
პერსონალური მენეჯერი
დაგვიკავშირდი და გაესაუბრე შენს პერსონალურ მენეჯერს, რომელიც დაგეხმარება საუკეთესო გადაწყვეტილების მიღებაში და შეგარჩევინებს უძრავ ქონებას, რომელიც მორგებული იქნება შენს ინტერესებსა და საჭიროებებზე.

თქვენი კმაყოფილება ჩვენი მთავარი პრიორიტეტია.
ჩვენ ვცდილობთ, მოგაწოდოთ განსაკუთრებული სერვისი ყველა ასპექტში. თქვენი გამოხმაურება და შეფასება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ მომხმარებელთა გამოცდილება.