ახალი, ექსკლუზიური საინვესტიციო კურორტები საქართველოს რუკაზე - შავი ზღვის სანაპიროდან კავკასიონის მთებამდე.
პეტრა ჯგუფი
„პეტრა ჯგუფი“ არის საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის საერთაშორისო სტანდარტების მრავალფუნქციურ საკურორტო უძრავ ქონებას. ჩვენი მიზანია, ქვეყნის წამყვან, თუმცა ჯერაც ნაკლებად ათვისებულ საკურორტო ზონებში, შევქმნათ გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო გარემო, სადაც პრემიუმ ცხოვრების სტილი, მაღალი ხარისხის სერვისი და გრძელვადიანი ღირებულება ერთიანდება.
პეტრა ჯგუფი თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან და ოპერატორებთან, მათ შორის Accor-ის პრემიუმ ბრენდებთან — Pullman, Swissôtel, ხოლო პროექტების ოპერირებასა და სტუმარმასპინძლობის მიმართულებას უზრუნველყოფს Valor Hospitality Partners, რომელიც საქართველოში პირველად პეტრა ჯგუფთან პარტნიორობის ფარგლებში შემოვიდა.
ჩვენი სტრატეგია ეფუძნება საქართველოს უნიკალური ბუნებრივი რესურსების ათვისებას როგორც საზღვაო, ისე სამთო-სათხილამურო მიმართულებებით. სწორედ ამიტომ, პეტრა ჯგუფის თითოეული პროექტი არა მხოლოდ უძრავი ქონებაა, არამედ სრულფასოვანი საკურორტო ეკოსისტემა, რომელიც აერთიანებს ცხოვრებას, დასვენებასა და ინვესტირებას ერთ სივრცეში.
დღეს პეტრა ჯგუფი განაგრძობს ახალი სტანდარტების დამკვიდრებას ქართულ დეველოპერულ სექტორში და აქტიურად უწყობს ხელს საქართველოს, როგორც საერთაშორისო საინვესტიციო და ტურისტული დანიშნულების ქვეყნის, პოზიციონირებას მსოფლიო რუკაზე.
_to_close_the_popup_banner
ბროშურა
ბროშურა




მზად ხარ ინვესტირებისთვის?
.png)
აღმოაჩინე გრძელვადიანი ინვესტიციის ახალი შესაძლებლობები პეტრა ჯგუფთან ერთად, შეიძინე უძრავი ქონება ქვეყნის ყველაზე მასშტაბურ პროექტში და დაუკავშირდი გლობალურ ბრენდებს.